მოგზაურობისას სასიამოვნოა სხვადასხვა კულტურასა და ხალხს რომ ვეცნობით, მაგრამ სამშობლოდან შორს მყოფისთვის უცხო ქვეყანაში, ყველაფერ უცხოსთან შეგუება და თან ინტერნაციონალურ ქალაქ ბრუკლინში ადაპტირება საკმაოდ დიდ ნებისყოფას მოითხოვს და ძნელიც არის, მაგრამ როდესაც შვილებს საქართველოში ტოვებ და მათი მომავლისთვის ცვლი ცხოვრებას ალბათ, ყველაფერს შეძლებ. ჩვენი რესპონდენტი ლიკა ქვარცხავა უკვე 4 წელია ამ გზას გადის…
– როგორც ვიცი მეუღლე ნიუ-იორკში გაიცანით…
– დიახ, ჩემი მეუღლე ანდრეი ლეპინია, ის გერმანიაშია დაბადებული, თუმცა უკრაინელია, ყირიმიდან. 26 წელია ამერიკაში ცხოვრობს.
– როგორ გაიცანით ერთმანეთი?
– თავიდანვე რესტორნის ბიზნესით დაკავდით?
– არა, სანამ სამუშაო უფლებას მიიღებ, ძირითადად, სახლების დასუფთავებით საქმდები. არიან მრავალშვილიანი ოჯახები, სადაც დღესასწაულებზე ჭურჭელი ლამის ჭერამდე ადის. თან ტრადიციულად, თევზს მოიხმარენ და ხომ წარმოგიდგენიათ, სახლში როგორი სუნი დგება? სწორედ ამ პირობებში ვმუშაობდი მინიმალური ხელფასით. შემდეგ სხვადასხვა ინტერნეტპლატფორმის დახმარებით ხანდაზმულთა მოვლა ვისწავლე თეორიულად. სანამ გამოცდილებას დააგროვებ და „ახალი ჩამოსული გქვია” (ძალიან გავრცელებული ფრაზაა, დაკნინების მიზნითაც რომ იყენებენ), ყველასათვის არასასურველ, ურთულეს პაციენტებთან გაგზავნიან დამსაქმებლები. ოთხი თვის განმავლობაში სამ მომაკვდავ პაციენტთან მომიწია მუშაობა, რაც ცალ-ცალკე ვრცელი საუბრის თემაა. სამი საოცარი ადამიანი გავიცანი, რომელთა საუკეთესო მეგობარი მე ვიყავი სიცოცხლის ბოლო დღეებში და ამაზე ემიგრაციასთან დაკავშირებულ საავტორო წიგნში მოვყვები. ორი წელი ვიმუშავე ქალბატონთან, ვისზეც დედასავით ვზრუნავდი და დღემდე ოჯახის წევრებივით ვართ.
– აქ დამსახურებული ექიმები, პროფესორები, მეცნიერები, ყოფილი პოლიტიკოსები და ა.შ. მუშაობენ ფიზიკურად, ძირითადად, მომვლელებად. უფლის წყალობით, ოჯახისადმი პასუხისმგებლობის მთავარმა ფაქტორმა შეგვაძლებინა, ალბათ. არის ეპიზოდები, როდესაც დროსა და სივრცეში იკარგები, ნაწილებად იფანტები, მაგრამ ისევ, თითქოს, ფერფლიდან აღდგები.
– დღეს უკვე სარესტორნო ბიზნესით ხართ დაკავებული…
– მომვლელად ვმუშაობდი, როდესაც ჩემი მომავალი მეუღლე გავიცანი. მაქსიმალურად ცდილობდა, საკუთარი თავი გაეცნო, ხშირად ვხვდებოდით, მიამბო თავის საქმიანობაზეც, დამათვალიერებინა სარემონტო მასალების მაღაზია, რესტორანი – ამ ბიზნესებით იყო დაკავებული. მოგვიანებით გაირკვა, რომ ორივე ბიზნესში კრიზისული მდგომარეობა ჰქონდა. მითხრა, რომ რესტორნის ბიზნესში ჩავრთულიყავი და ერთად დაგვეგეგმა კრიზისიდან გამოსვლის გზები. დეტალებით რომ არ შეგაწყინოთ თავი, ლაკონიურად გეტყვით, რომ მომვლელის საქმიანობიდან მიღებული შემოსავლით გადავფარეთ მიმდინარე ფინანსური ვალდებულებები. მოვასწარით მაღაზიის პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილის რეალიზება, სადაც ქართველებიც ვასარგებლე – სარემონტო მასალები თვითღირებულებით და ზოგიერთ შემთხვევაში, უფრო ნაკლებ ფასადაც შევაძენინე, ბევრი რამ გავაჩუქეთ კიდეც.
– რით გამოირჩევა თქვენი რესტორანი?
– მაღალი ხარისხითა და გემრიელი საკვებით, კარგი მომსახურებით. მომხმარებლის ინტერესებზე მაქსიმალურად ვართ მორგებული.
– ვინ არიან თქვენი ძირითადი მომხმარებლები?
– რას ურჩევდით სხვა ემიგრანტებს?
– რჩევა არა, უფრო თხოვნა მაქვს: გთხოვთ, დამეხმარეთ, რომ ქართველები ერთ გუნდად შევიკრათ, ერთმანეთი გავაძლიეროთ და დავამსხვრიოთ გავრცელებული ფრაზა „ქართველს არ გაეკარო”, რასაც ყველა ახლჩამოსულს „კარგი რჩევის” სახით აგებებენ. შეკრების ადგილად ჩვენი რესტორანი გამოვიყენოთ.