ბათუმში ქალთა მსოფლიო თასზე მესამე რაუნდის ტაი-ბრეიქები გაიმართება.
მერვედფინალის დარჩენილი 6 ადგილისთვის 12 მოჭადრაკე იბრძოლებს. მათ შორის ორი ქართველი მოჭადრაკე: ნანა ძაგნიძე და მერი არაბიძე.
მსოფლიო თასის მესამე წრის მეორე ტურში – მერი არაბიძემ ყაიმით დაასრულა შეხვედრა. სამწუხაროდ დამარცხდნენ: ნანა ძაგნიძე და ბელა ხოტენაშვილი.
ტაი-ბრეიქის ფორმატი:
▪️ 2 პარტია — 15 წუთი + 10 წამი თითოეულ სვლაზე
▪️ მატჩის ყაიმით დასრულების შემთხვევაში:
2 პარტია — 10 წუთი + 12 წამი;
2 პარტია — 5 წუთი + 3 წამი;
და ბოლოს: პირველ გამარჯვებამდე — 3 წუთი + 2 წამი.
დაპირისპირებები:
- ნანა ძაგნიძე (2505) 🇬🇪 vs ვალენტინა გუნინა (FIDE, 2416)
- ალექსანდრა კოსტენიუკი (შვეიცარია, 2471) 🇨🇭 vs მერი არაბიძე (2440) 🇬🇪
- ანა მუზიჩუკი (უკრაინა, 2535) 🇺🇦 vs სონგ იუქსინი (ჩინეთი, 2410) 🇨🇳
- აგრავალი ვანტიკა (ინდოეთი, 2388) 🇮🇳 vs კატერინა ლაგნო (FIDE, 2515)
- ხარიკა დრონოვალი (ინდოეთი, 2483) 🇮🇳 vs სტავრულა ცოლაკიდუ (საბერძნეთი, 2428) 🇬🇷
- კარისა უიპი (აშშ, 2431) 🇺🇸 vs რამეშბაბუ ვაიშალი (ინდოეთი, 2481) 🇮🇳