თელავში 19 წლამდე ხელბურთელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატი გაიხსნა

საქართველო ისტორიაში პირველად ევროპის 19 წლამდე გოგონათა ხელბურთის ჩემპიონატს მასპინძლობს. კონტინენტის პირველობა თელავის სპორტის სასახლეში მიმდინარეობს.

ტურნირის პირველ დღეს საქართველოს ნაკრები ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს – იტალიას, დაუპირისპირდა და შეხვედრა მინიმალური ანგარიშით 22:24 დათმო. საქართველოს ნაკრებიდან მატჩის საუკეთესო მოთამაშედ გუნდის კაპიტანი თეკლა ძამუნაშვილი დასახელდა.

ჩემპიონატში 10 გუნდი მონაწილეობს. კონტინენტის პირველობა 20 ივლისს დასრულდება.