“განსრულდა მარხვა და დადგა მოციქულთა თავთა, ქრისტიანობის გავრცელებისთვის ყველაზე მეტად დამაშვრალ წმ. პეტრესა და პავლეს ხსენების დღე, – პეტრეპავლობა, გილოცავთ! ხვალ კი ვიზეიმებთ თორმეტივე მოციქულის ხსენებას.“, – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დალოცვას საქართველოს საპატრიარქო აქვეყნებს.
დასავლეთ საქართველოში დაცულ სიწმინდეთაგან კი ასევე განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ღვთისმშობლის სამოსელი. 15 ივლისს, სწორედ მისი ხსენების დღეა, – ვლაქერნობა.
როგორი მადლით აღსავსე დღეებია!
როგორი საოცარი სიწმინდეები გვაქვს და როგორი პატივისცემა გვმართებს მათი!
ღმერთმა შეაძლებინოს ჩვენს ერს, ბოლომდე უერთგულოს ქრისტეს გზას, დაიცვას და ღირსეულად უპატრონოს ქრისტიანულ სიწმინდეთ.
წყალობა და შეწევნა უფლისა, ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა, მოციქულთა და ყოველთა წმინდათა ღვთისათა არ მოგკლებოდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს.
ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
12.07.2025″