“1919 წლის 11 ივლისს მიმოქცევაში შევიდა პირველი ეროვნული ფულის ერთეული ქართული ბონი, რომელიც დროებითი გადახდის საშუალებას წარმოადგენდა 1919-1921 წლებში”, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია.
სებ-ის ცნობით, 106 წლის წინ დაბეჭდილი ქართული ბონი სუვერენული სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ატრიბუტი იყო.
“ესკიზები მხატვრებმა – იოსებ შარლემანმა, ჰენრიხ ჰრინევსკიმ და დიმიტრი შევარდნაძემ შეიმუშავეს. თითოეულ მათგანზე გამოსახულია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გერბი და ინიციალები “სდრ”.
ქართულ ბონზე ფინანსთა მინისტრ კონსტანტინე კანდელაკის ხელმოწერაა დატანილი. აღსანიშნავია, რომ მას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის როგორც ქართული ფულის ნიშნების შექმნის, ისე სახელმწიფო ბანკის დაფუძნების საქმეში”, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.