საქართველოს კუდოს ნაკრებმა ბულგარეთში გამართულ მსოფლიო თასზე 18 მედალი მოიპოვა

18 მედალი – 8 ოქრო, 5 ვერცხლი, 5 ბრინჯაო და გუნდური მეორე ადგილი, – საქართველოს კუდოს ნაკრებმა ბულგარეთში გამართულ მსოფლიო თასზე წარმატებით იასპარეზა.

საქართველოდან შეჯიბრებაში 24-მა კუდოისტმა მიიღო მონაწილეობა, 18-მა კი მედლის მოპოვება შეძლო.

აღსანიშნავია, რომ 2 ქართული ფინალი ვიხილეთ, 13 -წლამდელთა შორის (-37 კგ.) ფინალური დაპირისპირება მიშიკო კეზუასა  და ილია ახალაიას შორის გაიმართა, გამარჯვებული კეზუა გახდა. 19 -წლამდელთა შორის  (-250) ფინალში გიორგი ხარატიშვილისა და ნიკოლოზ საბანაძის ბრძოლა შედგა, გამარჯვება ხარატიშვილმა იზეიმა.

სენსაციური გამარჯვება მოიპოვა 19 -წლამდელთა შორის თამილა ნაზღაიძემ. -215 კატეგორიაში მოასპარეზე ქართველისთვის ბურგასის მსოფლიო თასი პირველი საერთაშორისო ტურნირი იყო კუდოში. თამილამ ნახევარფინალში უძლიერეს იაპონელ მეტოქეს სძლია და საბოლოოდ მსოფლიო თასს დაეუფლა.

საქართველო კუდოს ნაკრების დელეგაციას საქართველოს კუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსი ფილფანი ხელმძღვანელობს, ნაკრების მთავარი მწვრთნელია დავით ყოლბაია, მწვრთნელები, მამუკა შონია, დავით დუშუაშვილი, ლერი ავალიშვილი, რომეო გაბლაია, ირაკლი პაპავა და ჯაბა ხარჩილავა.

🇬🇪🏆 საქართველოს ნაკრების შედეგი მსოფლიო თასზე

🥇ვასილ დვალაძე (უფროსები, -260)

🥇თორნიკე კურტანიძე (U19, -230)

🥇გიორგი ხარატიშვილი (U19, -250)

🥇საბა მაქაცარია (U19, +270)

🥇თამილა ნაზღაიძე (U19, -215)

🥇ალექსი ჯიქია (U19, -270)

🥇გუკა ხუბუტია (U16, -48 კგ.)

🥇მიშიკო კეზუა (U13, -37 კგ.)

🥈ლუკა ნასარიძე (უფროსები, -230)

🥈ნიკოლოზ საბანაძე (U19, -250)

🥈ლევან არახამია (U19, -220) ფინ

🥈ბექა თორია (U16, +68)

🥈ილია ახალაია (U13, -37 კგ.)

🥉გიორგი ჟვანია (უფროსები, -240)

🥉ლუკა აჩბა (U19, -240)

🥉დუტა გაბელია (U19, -260)

🥉საბა მარკელია (U16, -58 კგ.)

🥉ანჟელა მომცელიძე U16, -63)