საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი კობა ობოლაშვილი ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის მთავარ მსაჯად დაინიშნა.
საქართველოს წარმომადგენელი მთავარი მსაჯის პოსტს პირველად დაიკავებს. ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატს მადრიდი 23-30 ივლისს უმასპინძლებს.
ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.