საქართველოს 23 წლამდე უძლიერეს მამაკაცთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა გუნდური პირველი ადგილითა და ორი მედლით დაასრულა

ბათუმში 23 წლამდე უძლიერეს მამაკაცთა შორის ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა. კონტინენტის პირველობაზე საქართველომ გუნდური პირველი ადგილი, ინდივიდუალურ ასპარეზობაში კი ერთი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ჩემპიონობა ნიკა ლეკაიძემ (+105 კგ) იზეიმა, ვიცე-ჩემპიონი კი თორნიკე ხუციშვილი (105 კგ) გახდა.