პიანისტი გიორგი მიქაძე „გრემის“ ჟიურის წევრი გახდა

პიანისტი, ბერკლის ასოცირებული პროფესორი გიორგი მიქაძე მუსიკალური დაჯილდოების, „გრემის“ ჟიურის წევრი გახდა. ამის შესახებ ის თავად წერს სოციალურ ქსელში:

”დიდი ამბავი! სიხარულით და დიდი პატივისცემით გიზიარებთ, რომ ოფიციალურად გავხდი გრემის ჟიურის წევრი – Recording Academy-ის წევრი!

ეს ნიშნავს, რომ უკვე მაქვს შესაძლებლობა გრემის ჯილდოზე ხმის მიცემის, მუსიკოსების მხარდაჭერის და ჩემი ჩანაწერების წარდგენის  გრემიზე. წინ სრული სვლით! lets Go”, – წერს გიორგი მიქაძე.