საქართველოს 16-წლამდელთა წყალბურთის ნაკრებმა მოლდოვა ანგარიშით 17:11 დაამარცხა

სტამბოლში 16 -წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ახალგაზრდულმა ნაკრებმა ჯგუფის მეორე მატჩი გამართა და მოლდოვა ანგარიშით 17:11 დაამარცხა.

ტურნირზე  საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ისტორიაში პირველად ასპარეზობს.

16-წლამდელთა ნაკრები C ჯგუფში ასპარეზობს. პირველ შეხვედრაში ახალგაზრდულმა ნაკრებმა მალტა ანგარიშით 11:8 დაამარცხა, მომდევნო შეხვედრას კი 9 ივლისს ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართავს.