საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20 -წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
ბელდუხ გავაშელიშვილის შეგირდებმა 3 ოქროს, 1 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, გუნდურ ჩათვლაში კი 164 ქულით პირველი ადგილი დაიკავეს.
ჩემპიონები დავით ჭეჭელაშვილი (79კგ); დაჩი პაპინაშვილი (86კგ) და კონსტანტინე პეტრიაშვილი (97კგ) გახდნენ.
ვერცხლი ნიკა ზანგალაძემ(57კგ) მოიპოვა.
ბრინჯაოს მედლებს საბა ღამბაშიძე (61კგ); გოგა ოთინაშვილი (70კგ) და ალექსანდრე აბრამიშვილი (125კგ) დაეუფლნენ.