საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ბირმინგემში ჩატარებულ “მსოფლიოს პოლიციელთა და მეხანძრეთა თამაშები – 2025”-ში 4 ოქროს და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვეს.
სპორტის ამავე სახეობაში, ასევე ოქროს მედალოსანი გახდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი – ლევან გილიგაშვილიც.
ხოლო შსს-ს ლოგისტიკის დეპარტამენტის სამმართველოს უფროსმა, ადამურ არქანიამ მკლავჭიდში 2 ოქროს მედალი მოიპოვა.
რაც შეეხება, საერთაშორისო შეჯიბრების კიდევ ორ მონაწილეს, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ თეიმურაზ კალანდაძესა და ობიექტების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელ ილია ჯადუგიშვილს, მათ ძალისმიერ წოლჭიმში, ვერცხლის მედლები მოიპოვეს.
საერთაშორისო ოლიმპიადიდან დაბრუნებულ გამარჯვებულებს, თბილისის აეროპორტში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ლევან მაისურაძე და უწყების სხვა თანამშრომლები ოჯახის წევრებთან ერთად დახვდნენ.
აღსანიშნავია, რომ “მსოფლიოს პოლიციელთა და მეხანძრეთა თამაშები” 1985 წლიდან, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში იმართება.
მიმდინარე წელს აღნიშნული საერთაშორისო ტურნირი ქალაქ ბირმინგემში ჩატარდა, რომელშიც 70 ქვეყნის 8 500 სპორტსმენი, სპორტის 60 სხვადასხვა სახეობაში მონაწილეობდა”, – წერია ინფორმაციაში.