ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ

საქართველოს გენერალური საკონსულო ნიუ-იორკში ინფორმაციას ავრცელებს:

“მიმდინარე წლის 8 ივლისს, საკონსულო ოლქის შემოვლის ფარგლებში, დაგეგმილია საკონსულო მომსახურების გაწევა  ილინოისის შტატში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისათვის (საქართველოს მოქალაქის პასპორტისა და ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემა).

მოქალაქეების მიღება განხორციელდება ქ. ლინკოშეარში 11:00 სთ – დან 2:00 სა ათამდე და 4:00 – საათიდან 7:00 საათამდე.

მისამართი:

240 Olde Half Day Rd.

Lincolnshire, IL 60069

საკონსულო მომსახურების მიღების მსურველებს, გთხოვთ ვიზიტის დანიშვნის მიზნით, გაიაროთ რეგისტრაცია ქვემოთ მოცემული ბმულის მეშვეობით: https://docs.google.com/…/1FAIpQLSfL0F…/viewform

დამატებით გთხოვთ, თქვენთვის სასურველი საკონსულო მომსახურების მისაღებად წარსადგენ დოკუმენტებთან დაკავშირებით, დეტალური ინფორმაცია იხილოთ შემდეგ ბმულებზე:

https://newyork.mfa.gov.ge/passport-for-adult

https://newyork.mfa.gov.ge/passport-for-minor

https://newyork.mfa.gov.ge/id-card

რეგისტრაციის ფორმა: https://docs.google.com/…/1FAIpQLSfL0F…/viewform“, – ნათქვამია ინფორმაციაში.