ბათუმში FIDE-ს ქალთა მსოფლიო თასი იწყება

მსოფლიო ჭადრაკის ყურადღება კვლავ ბათუმზეა მიპყრობილი – 5–28 ივლისს, ბათუმში FIDE-ს ქალთა მსოფლიო თასი იწყება. მასში 46 ქვეყნის 107 უძლიერესი მოჭადრაკე ქალი მიიღებს მონაწილეობას.

საპრიზო ფონდი: $691,250

საერთაშორისო საჭადრაკო კალენდარში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე იასპარეზებენ მსოფლიო ჩემპიონები, საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებულები და თანამედროვე ჭადრაკის უძლიერესი მოთამაშეები.

ტურნირში მონაწილეობენ: მარია და ანა მუზიჩუკები, ალექსანდრა კოსტენიუკი, ჰამპი კონერუ, ლი ტინგჟი, ტან ჟონგი, ჟუ ჯინერი, კატერინა ლაგნო, ალექსანდრა გორიაჩკინა და სხვა ლიდერები, რომლებიც განსაზღვრავენ მსოფლიო ჭადრაკის აწმყოს და მომავალს.

საქართველოს სახელით ასპარეზობენ: ნანა ძაგნიძე, ნინო ბაციაშვილი, მერი არაბიძე, ლელა ჯავახიშვილი, ბელა ხოტენაშვილი, ანასტასია კირთაძე, კესარია მგელაძე.