საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 20 -წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
რევაზ ლაშხის შეგირდებმა 3 ოქროსა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, გუნდურ ჩათვლაში კი 135 ქულა დააგროვეს და პირველ ადგილზეც დაასრულეს ასპარეზობა.
ჩემპიონები ალექსანდრე რუსიტაშვილი (72კგ); ანრი ფუტკარაძე (77კგ) და ლუკა კოჩალიძე(87კგ) გახდნენ.
ბრინჯაოს მედლებს კობა ქარუმიძე (55კგ); ვახტანგ ლოლუა (60კგ); ანრი ხოზრევანიძე (67კგ) და საბა ფურცელაძე(130კგ) დაეუფლნენ.