1-3 აგვისტოს, ბათუმი მასპინძლობს ფესტივალს, სადაც ღვინო, კულინარია და კულტურა ერთიანდებიან დაუვიწყარ გამოცდილებად.
Food & Wine Fest Batumi უმასპინძლებს ადგილობრივ და საერთაშორისო სტუმრებს და წარმოაჩენს სამ მთავარ ღირებულებას — ღვინოს, კულინარიას და კულტურას.
ფესტივალის პროგრამა მოიცავს:
- მუსიკალურ წარმოდგენებს
- ღვინის დეგუსტაციებს
- ქართულ და ევროპულ სამზარეულოს
- ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვას
- საგანმანათლებლო მასტერ-კლასებს და სხვა მრავალ აქტივობას
„სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, ერთ სივრცეში შეიგრძნონ სხვადასხვა ქვეყნის კულტურა, აღმოაჩინონ ახალი გემოები!
Batumi Food & Wine Fest — გემოვნების ზეიმი, რომელსაც ვერ გამოტოვებ!“, – ნათქვამია საქართველოს კულტურის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.