შოთა დავითაია რიჩონეში ჩატარებული შეჯიბრების გამარჯვებული გახდა

24-29 ივნისს, ქ. რიჩონეში ჩატარდა იტალიის 2025 წლის ზაფხულის ჩემპიონატი მასტერსის კატეგორიის მოცურავეთა შორის.

შეჯიბრებაში 1000 -ზე მეტი მოცურავე მონაწილეობდა 25 -დან 75 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში.

50-54 წლის ასაკის კატეგორიაში საქართველოდან ჩემპიონატში შოთა დავითაია მონაწილეობდა.

მან 3  დისტანციაზე იასპარეზა ინდივიდუალურად – 50,100 და 200 მ-ზე ბატერფლაით სტილით ცურვაში და 1 დისტანციაზე გუნდურ გაცურვაში 4×50 კომბინირებული ესტაფეტა – ბატერფლაის სტილის ეტაპზე.

შოთა დავითაია შეჯიბრების  გამარჯვებული გახდა 100 მ ბატერფლაის სტილით ცურვაში შესაბამის ასაკობრივ კატეგორიაში – შედეგით 01’05″15

მან ასევე მოიპოვა ვერცხლის მედალი 50 მ ბატერფლაის სტილით ცურვაში –  შედეგით 00’28″30