პოლონეთში დასრულდა ევროპის ღია ტურნირი ჭიდაობა-გრეპლინგში. საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე ხუთი მედალი – სამი ოქრო და ორი ბრინჯაო მოიპოვა.
კიმონოს გარეშე ტურნირის ჩემპიონები დავით ზედგინიძე (58 კგ) და ალექსანდრე თევზაძე (100 კგ) გახდნენ, ჯიმშერ რაზმაძემ (71 კგ) და ნიკა მუშკუდიანმა (84 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს; ჯიმშერ რაზმაძემ კი კიმონოთი ჩემპიონობაც იზეიმა.
ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.