30 ივნისს, მსოფლიო თასის ფარგლებში, ბათუმმა უმასპინძლა კონკურსს საჭადრაკო კომპოზიციების ამოხსნაში 8, 10 და 12 წლამდე ასაკის მოჭადრაკეებისთვის.
ასპარეზობაში 24 ქვეყნის 149 ახალგაზრდა მონაწილეობდა.
მათ 90 წუთის განმავლობაში უნდა ამოეხსნათ:
- 3 ორსვლიანი ამოცანა
- 3 სამსვლიანი ამოცანა
- 2 ეტიუდი
საუკეთესო შედეგების მქონე მოჭადრაკეები სიგელებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ.
ასპარეზობის მთავარი მსაჯი, საჭადრაკო კომპოზიციების შედგენაში საერთაშორისო დიდოსტატი, დავით გურგენიძე გახლდათ.