ისტორიაში პირველად საქართველო 19 წლამდე ხელბურთელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

12 ივლისიდან თელავში 19 წლამდე ხელბურთელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატი დაიწყება. კონტინენტის პირველობაზე საქართველო,  ბელგია, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი, ისრაელი, იტალია, კოსოვო, ლუქსემბურგი, სლოვაკეთი და უკრაინა იასპარეზებენ.

საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს 12 ივლისს, 16:30 წუთზე, იტალიის წინააღმდეგ გამართავს. ჩემპიონატი 20 ივლისამდე გაგრძელდება, მატჩებზე დასწრება თავისუფალია.

19 წლამდე ხელბურთელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება საქართველოს 2024 წელს ევროპის ხელბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით მიენიჭა.

ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.