ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 15-წლამდელთა ნაკრები იტალიაში გამართული ევროპის ჩემპიონატიდან 4 მედლით და გუნდური მესამე ადგილით ბრუნდება.
ჩემპიონი 57კგ წონით კატეგორიაში ნიკოლოზ კუტუბიძე გახდა.
გაბრიელ თავბერიძე (52 კგ) ვერცხლის მედალს, ხოლო გიორგი ჩხიკვაძე (41კგ) და ნიკოლოზ ბელქანია(48 კგ) – ბრინჯაოს მედალს დაეუფლნენ.