„აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ქართულმა საბავშვო ტანსაცმლის მწარმოებელმა კომპანიებმა წამყვან საერთაშორისო გამოფენაში — Playtime Paris მიიღეს მონაწილეობა. ინფორმაციას Enterprise Georgia ავრცელებს.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 400-ზე მეტი ბრენდი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის აშშ-დან, იაპონიიდან და დიდი ბრიტანეთიდან.
ღონისძიებას 7,200-ზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი ესწრებოდა, რამაც მონაწილე კომპანიებს შესაძლებლობა მისცა, ფართო აუდიტორიისთვის გაეცნოთ საკუთარი პროდუქცია და დაემყარებინათ კონტაქტები პოტენციურ პარტნიორებთან.