მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა შერეულ გუნდურ ასპარეზობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ქართველებმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში პოლონეთის ნაკრები 4:0 დაამარცხეს.
ინდივიდუალურ ასპარეზობაში კი ძიუდოისტებმა ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ჩემპიონობა ქეთი რობაქიძემ (-70) და გიორგი მუმლაძემ (-81) იზეიმეს, ვიცე-ჩემპიონი ცოტნე იჩქიტიძე (-60) გახდა, ბრინჯაოს მედლები კი ნანა გულბიანმა (-63), ვასილ გამეზარდაშვილმა (-73), გიორგი ქარჩაიძემ(+90) და იოანე აბალაკმა (+90) მოიპოვეს.