ილია თოფურიამ ლას-ვეგასში გამართულ ღონისძიებაზე ბრაზილიის სახელით გამომსვლელი ჩარლზ ოლივეირა დაამარცხა და UFC-ს მსუბუქი წონის (70კგ) ჩემპიონი გახდა.
ქართველმა მებრძოლმა შეხვედრა პირველ რაუნდში ნოკაუტით მოიგო.
პირველად, 2024 წლის თებერვალში, ილია თოფურიამ ალექსანდრ ვოლკანოვსკის დამარცხების შემდეგ UFC-ს ქვემსუბუქი დივიზიონის (65კგ) ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ხოლო ოქტომბერში მაქს ჰოლოვეისთან შეხვედრაში დაიცვა თავის ქამარი. ილია თოფურიამ თებერვალში განაცხადა, რომ მსუბუქ დივიზიონში გადადიოდა, სადაც მხოლოდ სატიტულო ბრძოლას ჩაატარებდა და ახლა იგი UFC-ს ორი დივიზიონის ჩემპიონია.
თოფურია ორგანიზაციის ისტორიაში მე-10 სპორტსმენია, რომელმაც მსგავსი რამ მოახერხა.
UFC-ში ეს მისთვის ზედიზედ მეცხრე გამარჯვება იყო, მან შვიდი შეხვედრა ვადაზე ადრე მოიგო.
ამჟამად მამაკაცთა შორის ორგანიზაციის რვა წონითი კატეგორიიდან ორის ჩემპიონი ქართველია.
🎬 Setanta Sports UFC