ილია გაბრავა „კარატე 1 – ახალგაზრდული ლიგის“ ვიცე-ჩემპიონია

ხორვატიაში მსოფლიოს კარატეს ფედერაციის ეგიდით (WKF) პრესტიჟული ტურნირი „კარატე 1 – ახალგაზრდული ლიგა“ მიმდინარეობს, სადაც ილია გაბრავამ (-52 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველმა კარატისტმა ფინალი უნგრელ მიკშა სოჩთან დათმო.

ილია გაბრავამ ფინალამდე ჩეხი, უკრაინელი, რუმინელი და ავსტრიელი სპორტსმენები დაამარცხა, ნახევარფინალში კი ბულგარელ კარატისტს სძლია.

ილია გაბრავა