FIDE-ს მსოფლიო თასზე ქართველი მოჭადრაკეები საპრიზო ადგილების მოპოვების შანსს ინარჩუნებენ

ბათუმი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ემოციურ და შთამბეჭდავ საბავშვო საჭადრაკო ტურნირს — FIDE-ს მსოფლიო თასს მასპინძლობს 8 – 12 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის.

დარბაზში 40-მდე ქვეყნიდან ჩამოსული 300-მდე ნორჩი მოჭადრაკე იბრძვის გამარჯვებისთვის.

ისინი ჩამოვიდნენ ევროპის, აზიის, აფრიკისა და ამერიკის კონტინენტებიდან.

მიმდინარე FIDE-ს მსოფლიო თასი  ტარდება სტანდარტულიდან განსხვავებულ ფორმატში, რაც ტურნირს კიდევ უფრო საინტერესოს და დაძაბულს ხდის.

თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში, როგორც გოგონათა, ისე ღია ტურნირებში, ასპარეზობა მიმდინარეობს შვეიცარიული სისტემით — 7 ტურად, ორ ქვეჯგუფში.

ქვეჯგუფში შესაბამის ადგილზე გასული მონაწილეები ერთმანეთს ფინალში შეხვდებიან – ორი პარტიისგან შემდგარ გადამწყვეტ მატჩში.

ფინალამდე ორი ტურით ადრე, რამდენიმე ქართველი მოჭადრაკე ლიდერთა ჯგუფში იმყოფება და ფინალში საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლის შანსს ინარჩუნებს.

მიმდინარე შედეგები:

👧 U12

თეა რუსიტაშვილი –  4 ქულა;

მარიამ გიორგაძე –  3.5 ქულა;

👦👧 U10

 სარა სალთხუციშვილი –  3.5 ქულა;

ლაზარე ჩხარტიშვილი –  3.5 ქულა;

👦 U08

 იოანე ანთია –  3,5 ქულა;

ცოტნე ნანავა –  3.5 ქულა.