15 -წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენებმა ჯერჯერობით 4 მედალი მოიპოვეს

იტალიის ქალაქი კაორლე 15 -წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს, სადაც თავისუფალ ჭიდაობაში, 85კგ წონითი კატეგორიის ფინალში ქართველი მოჭიდავე მათე ონიანი აზერბაიჯანელ მეტოქესთან დაძაბულ შეხვედრაში დამარცხდა და ვერცხლს დაეუფლა და ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა. ჩემპიონატზე ნიკოლოზ გუმბერიძემ გიორგი გოგიბერიძე 13-2 დაამარცხა და ბრინჯაოს დაეუფლა, ასევე ბრინჯაოს მედალს დაეუფლნენ დემეტრე მორთულაძე და ლუკა დოთიაშვილი.

ჩემპიონატზე 48კგ -ის წონით კატეგორიაში დემეტრე მორთულაძემ აზერბაიჯანელი სულთანზადე 5-4 დაამარცხა, ხოლო 38კგ -ის წონით კატეგორიაში ლუკა დოთიაშვილმა ბულგარელი პეტროვი 10-0 დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.