დღეს ანა კალანდაძის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ანა – 100“ გაიმართება

27 ივნისს, 16:00 სთ-ზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა და ბიბლიოთეკის „მეგობართა კლუბი“ მართავს ანა კალანდაძის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, სახელწოდებით „ანა – 100“.

ღონისძიებას დაესწრებიან ანა კალანდაძის ოჯახის წევრები. წარმოდგენილი იქნება პოეტის საოჯახო ფოტოები და ხელნაწერები.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ბიბლიოთეკის მეგობართა კლუბის წევრები და ჭოხონელიძეების სტუდია.

დასწრება თავისუფალია.