უიმბლდონის საკვალიფიკაციო ტურნირის მეორე რაუნდში ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩაკ ლამ კოულმენ ვონგი (ჰონგ კონგი) 7:6(1), 7:6(3) დაამარცხა და ფინალში ითამაშებს.
ფინალში ბასილაშვილის მეტოქე მსოფლიო რეიტინგში 156-ე ნომერი, არგენტინელი ხუან პაბლო ფიჩოვიჩი იქნება.
უიმბლდონის საკვალიფიკაციოს მეორე რაუნდში ითამაშა მარიამ ბოლქვაძემ, რომელიც შვეიცარიელ სელინ ნაეფთან ორ სეტში დამარცხდა – 1:6, 1:6.