22 ივნისიდან ბათუმი მსოფლიოს უძლიერეს მოზარდ მოჭადრაკეებს მასპინძლობს.
დაიწყო ფიდეს მსოფლიო თასის გათამაშება მოზარდთა შორის, რომელშიც 8 – 12 წლამდე ასაკის უძლიერესი მოჭადრაკეები მონაწილეობენ.
ასპარეზობა გაიმართება 6 ტურნირად — გოგონათა და ჭაბუკთა შორის, 8, 10 და 12 წლამდე ასაკობრივ კატეგორიებში.
ტურნირი ჩატარდება 22 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით და გააერთიანებს დაახლოებით 40 ქვეყნის 300-მდე საუკეთესო ახალგაზრდა მოჭადრაკეს.