ჩეხეთში, ქალაქ რაჩიცეში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, სერჰი იემელიანოვმა 200 მეტრ დისტანციაზე პარაკაიაკში პირველობა არავის დაუთმო და ოქროს მედალი მოიპოვა.
ეს საქართველოსთვის პარაკანოეს ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული პირველი მედალია.
ოფიციალური შედეგი ასეთია:
🥇🇬🇪 სერჰი იემელიანოვი 39.965 წამი
🥈🇬🇧 ჯონათან იონგი 41.022 წამი
🥉🇪🇸 იუან ვალლე 41.249 წამი
საქართველოს სახელით მოასპარეზე სერჰი იემილიანოვმა პარაკანოეს მსოფლიოს თასზეც მოუტანა საქართველოს პირველი მედალი, სპორტის ამ სახეობაში საქართველოს მედალი არ ჰქონია. მან ასევე ისტორიული მედალი მოიპოვა პორტუგალიაში გამართულ ევროპის პარაკაიაკის მარათონზე.