უნგრეთში 2025 წლის გუნდური მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში დასრულდა. საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეულმა ნაკრებმა ისტორიაში პირველად მსოფლიოს პირველობის ჩემპიონობა იზეიმა. ფინალში ქართველმა სპორტსმენებმა სამხრეთ კორეის ნაკრები ანგარიშით 4:1 დაამარცხეს.
ფინალამდე საქართველოს ნაკრებმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გუნდს ანგარიშით 4:1 სძლია, იტალიას მშრალი ანგარიშით 4:0 მოუგო, ნახევარფინალში კი 2024 წლის მსოფლიოს ჩემპიონი 4:2 დაამარცხა. ნახევარფინალში გადამწყვეტი შეხვედრა ლაშა ბექაურსა (-90 კგ) და სანშირო მურაოს შორის შედგა, ქართველმა ძიუდოისტმა იაპონელს დაძაბულ ბრძოლაში იპონით სძლია.
ქართველმა ძიუდოისტებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ინდივიდუალურ ასპარეზობაში ოთხი მედალი მოიპოვეს. საქართველოს ისტორიული ოქროს მედალი ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ) მოუტანა. ფინალში მან იაპონელი მომო ტამაოკი დაამარცხა და პირველი ქართველი ძიუდოისტი ქალი გახდა, რომელმაც სენიორებს შორის ოქროს მედალი მოიპოვა. ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ) ვერცხლს დასჯერდნენ, ბრინჯაოს მედალი კი ლუკა მაისურაძემ (-90 კგ) მოიპოვა.