ანიმაციური კინობაზრობის ფარგლებში „საქანიმას” და ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენლებმა საქმიანი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან გამართეს

8-14 ივნისს საფრანგეთის ქალაქ ანესიში ანიმაციური ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართა.

ანიმაციური კინოფესტივალის ფარგლებში ტრადიციულად მოეწყო ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი ინდუსტრიული ღონისძიება — ანიმაციური კინოს ბაზრობა (Marché International du Film d’Animation d’Annecy), სადაც საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით ქართული ანიმაციის სტენდი წელს უკვე მეხუთედ იყო წარმოდგენილი. ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, კინობაზრობის ფარგლებში „საქართველოს ანიმაციის ასოციაციის“ („საქანიმა”) და ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენლებმა საქმიანი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან გამართეს. მათ შორის იყვნენ ისეთი მნიშვნელოვანი ორგანიზაციები, როგორიცაა: CEE Animation, German Films, Creative Europe, Ciclic და სხვა.3