იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, იოიოგის ცენტრალურ პარკში გამართულ „საქართველოს ფესტივალის“ ფარგლებში, ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა.
იაპონიაში საქართველოს საელჩოს და საქართველოს კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, „საქართველოს ფესტივალი“ ტოკიოში უკვე მესამედ გაიმართა.
იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ქართული ღვინის პირველი მასშტაბური წარდგენა 2014 წელს მოხდა. მას შემდეგ, სახელმწიფოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის კომპანიები მუდმივად მონაწილეობენ საერთაშორისო გამოფენებში, ტარდება დეგუსტაციები იაპონიის სხვადასხვა ქალაქში, იაპონელი ღვინის პროფესიონალებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის ეწყობა ღვინის ტურები საქართველოში.