საქართველოს საელჩო ისრაელში საქართველოს მოქალაქეებისთვის ახალ ინფორმაციას ავრცელებს.
„მოსახლეობისა და იმიგრაციის სამსახურის – PIBA-ს – მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე, გაწვდით შემდეგ ინფორმაციას:
უსაფრთხოების ვითარებიდან გამომდინარე, მოსახლეობისა და იმიგრაციის სამსახური უზრუნველყოფს ვიზების გაგრძელებას *ქვეყანაში ლეგალურად მცხოვრები უცხოელებისთვის, რომელთა ვიზა ძალაში იყო 2025 წლის 12 ივნისის მდგომარეობით*.
მომსახურება ავტომატურია, 30.09.25-მდე.
გაგრძელდება შემდეგი სახის ვიზები:
🔹სამუშაო ვიზა, ტიპი B/1, ზოგადი
🔹ტურისტული ვიზა, ტიპი B/2.
🔹მოხალისეობრივი ვიზა, ტიპი B/4.
🔹დროებითი რეზიდენტის ვიზა, ტიპი A/1.
🔹სტუდენტური ვიზა, ტიპი A/2 (გარდა სოფლის მეურნეობაში ანაზღაურებადი პირებისა).
🔹სასულიერო პირების ვიზა, ტიპი A/3.
🔹თანმხლები ვიზა, ტიპი A/4.
🔹დროებითი რეზიდენტის ვიზა, ტიპი A/5.
🔹 ვიზა DCO ოჯახის გაერთიანებისა და ჰუმანიტარული დახმარების საკითხებში.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მოსახლეობისა და იმიგრაციის სამსახურში ფიზიკურად მისვლა საჭირო არ არის!“, – ნათქვამია ინფორმაციაში.