MI6-ის ახალი ხელმძღვანელი წარმოშობით ქართველი ბლეიზ მეტრეველი იქნება

ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურს, MI6-ს ახალი ხელმძღვანელი, წარმოშობით ქართველი, წმინდა მიქაელისა და წმინდა გიორგის ორდენის კავალერი, ბლეიზ მეტრეველი ეყოლება. იგი თანამდებობას ოფიციალურად ოქტომბრიდან დაიკავებს. ბლეიზ მეტრეველი ორგანიზაციის მე-18 ხელმძღვანელი იქნება.

მეტრეველმა MI-6-ში 1999 წელს დაიწყო მუშაობა და უწყვეტად მუშაობდა დაზვერვის ოფიცრად, მათ შორის MI-5-ში. ის იყო „Q“, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დარგში გენერალური დირექტორი.

ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურის, MI6-ის ხელმძღვანელი ისტორიაში პირველად იქნება ქალი .