საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება ახალმა ევროპულმა ავიაკომპანიამ Air Serbia დაიწყო

საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება, ახალმა ევროპულმა ავიაკომპანია Air Serbia-მ დაიწყო, რომელიც  ბელგრადი-თბილისი-ბელგრადის მიმართულებით რეისებს კვირაში სამჯერ შეასრულებს.

საქართველოსა და სერბეთს შორის ამ დრომდე პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა არასდროს ყოფილა. ინფორმაცია საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ცნობით, პირველი რეისით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში Air Serbia-მ 124 მგზავრი ჩამოიყვანა, ხოლო ბელგრადში თბილისიდან 130 მგზავრი გაფრინდა.

თბილისის აეროპორტის სამთავრობო ტერმინალში ახალი ევროპული ავიაკომპანიის შემოსვლასთან დაკავშირებით მიღება გაიმართა, რომელსაც ავიაციისა და ტურიზმის სექტორის, ასევე ავიაკომპანიის წარმომადგენლები დაესწრნენ.