საქართველოს მკლავჭიდის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა 29 მედლით დაასრულა

რუმინეთის ქალაქ კლუჟ-ნაპოკაში მკლავჭიდის 2025 წლის ევროპის ჩემპიონატი გაიმართა. საქართველოს მკლავჭიდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა  და სულ 29 მედალი მოიპოვა. ქართველმა მკლავჭიდელებმა ცხრა ოქროს, 12 ვერცხლისა და რვა ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.