მსოფლიოს 10 უძლიერესი ქალი სენტ-ლუისში „Cairns Cup 2025“ -ზე მონაწილეობის მისაღებად შეიკრიბა
სენტ-ლუისი დაიწყო ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ქალთა საჭადრაკო ტურნირი “Cairns Cup”, სადაც ასპარეზობენ პლანეტის უძლიერესი ქალი მოჭადრაკეები.
ტურნირში საქართველოს ორი წამყვანი მოჭადრაკე ნანა ძაგნიძე და ნინო ბაციაშვილი პერსონალური მიწვევით მონაწილეობენ.
სასტარტო სია:
- ტან ჟონგი (ჩინეთი) — 2546
- ჰამპი კონერუ (ინდოეთი) — 2543
- ბიბისარა ასუბაევა (ყაზახეთი) — 2509
- ნანა ძაგნიძე (საქართველო) — 2506
- მარია მუზიჩუკი (უკრაინა) — 2510
- ჰარიკა დრონავალი (ინდოეთი) — 2489
- ნინო ბაციაშვილი (საქართველო) — 2462
- ალისა კაშლინსკაია (პოლონეთი) — 2459
- კარისა იპი (აშშ) — 2431
- ალისა ლი (აშშ) — 2368
ტურნირის ფორმატი:
- წრიული სისტემა
- 9 ტური
- სათამაშო დღეები: 10–14 ივნისი; 16–20 ივნისი
- დასვენების დღე: 15 ივნისი
საპრიზო ფონდი — $250,000:
🥇 I ადგილი – $60,000;
🥈 II ადგილი – $50,000;
🥉 III ადგილი – $40,000;
IV ადგილი– $30,000;
V ადგილი – $20,000;
VI ადგილი – $11,000;
VII ადგილი – $10,000;
VIII ადგილი – $9,000;
IX ადგილი – $8,000;
X ადგილი – $7,000;
🔸 ორი ტურის შემდეგ ორი გამარჯვებით ასპარეზობას ალისა ლი ლიდერობს.
🔸 ნანა ძაგნიძეს აქტივში ერთი ქულა აქვს.
🔸 ნინო ბაციაშვილს — ნახევარი ქულა.