იტალიის ქალაქ სასარიში დასრულებულ საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 7 ოქროს, 7 ვერცხლის, 1 ბრინჯაოს მედალი და გუნდური პირველი ადგილი მოიპოვა.
ჩემპიონები ფრიდონ აბულაძე(63კგ), დიეგო ჩხიკვაძე(67კგ), გიორგი ჩხიკვაძე (72კგ), რამაზ ზოიძე (77კგ), გურამ ხეცურიანი (87კგ) ,გიორგი ქაცანაშვილი (97კგ)
და გიორგი მელია (130კგ) გახდნენ.
ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ – ბექა გურული(63კგ), ლერი აბულაძე (67კგ), ჯონი ხეცურიანი(72კგ), ოთარ აბულაძე(77კგ), გელა ბოლქვაძე(87კგ), აივენგო რიკაძე(92კგ) და ლაშა გობაძე(97კგ).
ბრინჯაო იური ლომაძის(77კგ) ანგარიშზეა.