ისტორიაში პირველად საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოს კანოესა და ნიჩბოსნობის ეროვნული ფედერაციის, „დრაგონ-ბოათის” ევროპის ფედერაციისა და ბათუმის სპორტული ცენტრის თანამშრომლობით ბათუმმა „დრაგონ-ბოათის” ევროპის თასს – EDBF DRAGON BOAT EURO CUP 2025 – უმასპინძლა.
ნურის ტბაზე გამართულ საერთაშორისო დონის ტურნირში 25 ქვეყნის 400-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა. შეჯიბრება 200- და 2000-მეტრიან დისტანციებზე გაიმართა.
გამარჯვებულები 10 საპრიზო კატეგორიაში გამოვლინდნენ, სულ კი 420 მედალი გათამაშდა.