რუმინეთის ქალაქ კონსტანტაში დასრულდა ევროპის სასკოლო ჩემპიონატი 7–17 წლის მოჭადრაკებს შორის, რომელიც ქართველი მოჭადრაკეებისთვის ნამდვილ ტრიუმფად იქცა — ჩვენმა წარმომადგენლებმა 8 მედალი მოიპოვეს და გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავეს!
ევროპის ჩემპიონები გახდნენ:
- ლილე სვანაძე (U09)
- სარა სალთხუციშვილი (U11)
- გაბრიელ გაბადაძე (U13)
- ანდრია კვირიაშვილი (U15)
🥈 ვიცე-ჩემპიონები:
- ბარბარე აშოთია (U15)
- დავით თათვიძე (U13)
🥉 ბრინჯაოს პრიზიორები:
- თეკლა კოღუაშვილი (U15)
- ერეკლე ტაბატაძე (U15)
ქართველი მოჭადრაკეების ინდივიდუალური შედეგები:
U09
- 🥇 ლილე სვანაძე
- 4. ალექსანდრე ბერიშვილი – 6.5 ქულა
U11
- 🥇 სარა სალთხუციშვილი – 8 ქულა
- 5. მართა დოგრაშვილი – 6 ქულა
- 6. ლაზარე ჩხარტიშვილი – 5.5 ქულა
U13
- 🥇 გაბრიელ გაბადაძე – 7.5 ქულა
- 🥈 დავით თათვიძე – 7.5 ქულა
- 4. ანასტასია ჭიჭინაძე – 5.5 ქულა
- 5. ანასტასია ქუთათელაძე – 5 ქულა
- 8. ბარბარე შონია – 5 ქულა
U15
- 🥈 ბარბარე აშოთია – 6 ქულა
- 🥉 თეკლა კოღუაშვილი – 5.5 ქულა
- 🥇 ანდრია კვირიაშვილი – 5.5 ქულა
- 🥉 ერეკლე ტაბატაძე – 5 ქულა
- 8. გიორგი ჩალაძე – 3.5 ქულა