საქართველოს ტურისტულ პოტენციალს სეულის საერთაშორისო გამოფენაზე ეცნობიან

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სამხრეთ კორეაში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში SITF 2025 მონაწილეობს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, აზიაში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს სტენდთან ასევე წარმოდგენილია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.

ღონისძიების ფარგლებში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე მოლაპარაკებებს მართავს წამყვან ტურისტულ, მარკეტინგულ და მედია კომპანიებთან საქართველოს ცნობადობის ამაღლებისა და ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, ამათ შორისა: Lotte Tour, Hanjin Travel და Cheil Worldwide.

გამოფენის ფარგლებში, კორეაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებისთვის სპეციალური ღონისძიება გაიმართა, სადაც საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ. Emotions Are Georgia მისაღებ ღონისძიებაზე სტუმრებს საშუალება ჰქონდათ საქართველოს ტურისტული პროდუქტების შესახებ ინფორმაცია მიეღოთ.

სეულის 4 -დღიან ტურისტულ გამოფენაში SITF, 70-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს. გამოფენას 72 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავს.

https://files.fm/u/kzyna2fyug