ბიზნესმენი გოჩა ჩხაიძე ქართული ღვინის კულტურის გავრცელებაში შეტანილი წვლილისთვის მსოფლიოში გამორჩეულ ადამიანად დასახელდა. Who is Who International Awards-ის ფარგლებში მას გადაეცა საერთაშორისო ჯილდო, რომლის ლაურეატები წარსულში ბარაკ ობამა და რიანა იყვნენ.
„კვიპროსში გამართულ ღონისძიებაზე საქართველო, როგორც ღვინის აკვანი, წარმოვაჩინე და დამსწრე საზოგადოებას ქართული ღვინო გავასინჯე, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა. ეს ჯილდო არა მხოლოდ პიროვნული, არამედ ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი წარმატებაა და ქართული ღვინის ცნობადობის ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს”- განაცხადა გოჩა ჩხაიძემ.