პარიზში მიმდინარე გრან-პრის გათამაშებაზე საქართველოს პარამძლეოსნობის ნაკრების წევრებმა წარმატებით დაიწყეს ასპარეზობა.
ტურნირის პირველ დღეს დავით ჩანქსელიანი ბირთვის კვრაში 6.75 სმ შედეგით მესამე ადგილზე გავიდა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ახალგაზრდა პარამძლეოსანი მარიამ ბაქრაძე 100მ-ზე რბენაში შედეგით 19.40 წმ. მეორე ადგილზე გავიდა და ვერცხლის პრიზიორი გახდა.
200 მ-ზე რბენაში კი მარიამმა მესამე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედალი აიღო.
დღეს დავით ქავთარაძე სიგრძეზე ხტომაში შეეცდება მაღალი სინჯის მედლის მოპოვებას.