მსოფლიო რეიტინგს 4 ქართველი ლიდერობს

ქვიშის ჭიდაობაში  მსოფლიო სერიების ორივე ეტაპის შეჯამებული ქულებით 4 -დან ოთხივე წონით კატეგორიას ქართველი სპორტსმენები ლიდერობენ.

ჯემალ კილაძის შეგირდებიდან ყველაზე წინ მამუკა კორძაიაა, +90კგ წონით კატეგორიაში ქართველ სპორტსმენს წელს ოქროს და ვერცხლის მედალი აქვს მოპოვებული და 18 000 ქულით რეიტინგში პირველ ადგილზეა.

I ეტაპის ჩემპიონს, ლევან ქელეხსაშვილს (70კგ) 15 000 ქულა აქვს, ნიკა კენჭაძეს(80კგ) – 13 000, ხოლო დათო ფირუზაშვილს(90კგ)  – 10 900.

მსოფლიო სერიების მე-3 ეტაპს, რომელიც 6-7 სექტემბერს მაროკოს ქალაქ კასაბლანკაში გაიმართება, ოთხივე ქართველი რეიტინგის ლიდერის რანგში შეხვდება.