ნიკოლოზ პეტრიაშვილი ბრეგენცში გამართული რიგით მეცხრე საერთაშორისო ღია ტურნირის გამარჯვებულია

ნიკოლოზ პეტრიაშვილის გამარჯვებით დასრულდა ავსტრიის ბრეგენცში გამართული რიგით მეცხრე საერთაშორისო ღია ტურნირი.

ქართველმა მოჭადრაკემ 9 ტურში 7 ქულა დააგროვა და I – IV  ადგილები გაიყო გერმანელ მოჭადრაკეებთან — რაჯ ტიშბიერეკთან, უვე ბონშთან და იულის სემლინგთან. დამატებითი მაჩვენებლებით ნიკოლოზმა პირველობა  მოიპოვა.