ავსტრიის ქალაქ გრაცში ევროპის ახალგაზრდულ თასზე საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა შვიდი მოპოვებული მედლით დაასრულა. ტურნირის ჩემპიონობა თორნიკე გიგაურმა(-66 კგ) და ლუკა ქარელიშვილი (-90 კგ) იზეიმეს,
თორნიკე გიგაურმა უნგრელ ძიუდოისტს, ლუკა ქარელიშვილმა კი პოლონელ სპორტსმენს სძლია. ნოდარ კობალაძემ ფინალი ფრანგთან დათმო. გიორგი ჩანქსელიანმა ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ინდოელი, გიორგი ბადუაშვილმა კი სერბი დაამარცხა. ნოდარ ალაფიშვილმა რუმინელს მოუგო, – 100 კგ წონით კატეგორიაში მეორე ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში გიორგი ბენდელიანი და ნიკოლოზ ზაალიშვილი შეხვდნენ, გამარჯვება გიორგის ერგო.
ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.