ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის კურსდამთავრებული ცოტნე მიქაძე კარლსრუეს ტექნოლოგიური ინსტიტუტის (KIT) კომპიუტერული მეცნიერების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტია.
ცოტნემ ასევე მიიღო Informatics Foundation Karlsruhe-ის სტიპენდიაც. ეს არის სტიპენდია, რომელიც ფინანსური მხარდაჭერის გარდა მოიცავს მენტორულ პროგრამაში გაწევრიანებას. პროგრამა აერთიანებს KIT-ის სხვადასხვა პროფესორს, ინფორმატიკის სტუდენტებსა და პარტნიორ რეგიონულ IT კომპანიებში დასაქმებულ წამყვან სპეციალისტებს. სტიპენდია ასევე მოიცავს KIT-ში და მის პარტნიორ IT დაწესებულებებში ყველა ღონისძიებაზე დასწრებასა და ინდუსტრიული მიმართულებების პროცესში ჩართულობას.