1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მთაწმინდის პარკში განსაკუთრებულად აღინიშნება.
გასართობი ღონისძიებები პარკის ორ ლოკაციაზე – ცენტრალურ მოედანსა და საბაგიროზე ზედა სადგურის ტერიტორიაზე გაიმართება.
ჩატარდება საბავშვო კონცერტები, ანიმატორების წარმოდგენები, შეჯიბრებები და საჩუქრების გათამაშებები. ღონისძიების ორგანიზატორია მთაწმინდის პარკი.
„დაგხვდებათ საბავშვო კომპანიები თქვენთვის და თქვენი ბავშვებისთვის საყვარელი პროდუქციებით. ერთად ვიზეიმოთ ბავშვთა დაცვის დღე.
შეგახსენებთ, რომ წელს განსაკუთრებულად კომფორტული იქნება ჩვენამდე მოსვლა, რადგან რუსთაველიდან პარკამდე ახალი საბაგიროთი სულ რაღაც 4 წუთში ამოხვალთ. სხვათა შორის, საბაგიროს ზედა სადგურთან საოცარი კვების ზონა ფუდკორტი დაგხვდებათ – ესეც გაითვალისწინეთ. რა თქმა უნდა, მოგემსახურებათ ფუნიკულიორიც”, – ნათქვამია მთაწმინდის პარკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.